იმისათვის, რომ შექმნათ და ჩაწეროთ სიმღერის ფაილები თქვენ დაგჭირდებათ "WPSP Package" (გადმოწერა). აქ თქვენ იხილავთ სიმღერების კარაოკე ვერსიებს და ინგლისურენოვან აუდიოფაილს და სიმღერის ვიდეოფაილებს, რომლებიც დაგჭირდებათ სიმრერაზე მუშაობის დროს. გარდა ამისა, ჩვენ გირჩევთ გაწევრიანდეთ პროექტის ჯგუფში ფეისბუკზე.
შემდეგ ეტაპზე თქვენ უნდა მოემზადოთ სიმღერის ორი ფრაგმენტის ჩაწერისთვის:
1. ინგლისურ ენაზე (მელოდიის ხაზი E)
2. ქართულ ენაზე (მელოდიის ხაზები (A, B, C, D)
მელოდიის ხაზი E განკუთვნილია ინგლისურენოვანი სიმღერისთვის და ის არ იცვლება.
მელოდიის ხაზები A - D განკუთვნილია მშობლიურ ენაზე დაწერილი ტექსტისთვის და შეირჩევა ინდივიდუალურად, თქვენი სურვილისამებრ. მშობლიურ ენაზე ტექსტს წერთ თავად თქვენ ბავშვებთან ერთად, ასევე, შეგიძლიათ დაწეროთ ტექსტი ერთი, ორი ან მეტი მელოდიისთვის.
ფონოგრამა (გადმოწერა)
მშობლიურ ენაზე დაწერილი ტექსტსი გადათარგმნეთ ინგლისურ ენაზე და გადაიტანეთ Word-ის ფაილში.
ვიდეოს ჩაწერის შემდეგ, დაარქვით ფაილებს სახელები (მაგალითად E ხაზს დაარქვით სახელი - E_Georgia_name, ქალაქის და სკოლის სახელწოდება) და გააგზავნეთ მასალები ელექტრონულ ფოსტაზე letpeacesing@gmail.com.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ლორეინ ლეოს ფეისბუკ გვერდზე - Lorraine Leo
Комментариев нет:
Отправить комментарий